Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციაზე მოქალაქეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სპეციალური საშუალებები გამოიყენეს


საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ. 7 მარტი, 2023 წელი
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ. 7 მარტი, 2023 წელი

საპროტესტო აქციაზე მოქალაქეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. კადრებში ჩანს, რომ იქ შეკრებილი ადამიანები დაიფანტნენ და სახეზე იფარებენ ხელს.

გარდა ამისა, ადგილზეა წყლის ჭავლის სპეციალური მანქანა და ისმის გაფრთხილების შეტყობინება, რომ მოქალაქეები უნდა დაემორჩილონ კანონს.

პარლამენტის შენობის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე, სპეციალური დანიშნულების რაზმი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს არ აძლევენ საშუალებას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდნენ.

საპროტესტო აქციაზე შეკრებილები სკანდირებენ: "რუსებო, რუსებო".

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით, 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

XS
SM
MD
LG