Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სუხიშვილები“: „შეწუხებული ვართ, თუ როგორ პასუხობს მთავრობა საზოგადოების მშვიდობიან პროტესტს“


აქცია პარლამენტთან. 7 მარტი, 2023 წელი
აქცია პარლამენტთან. 7 მარტი, 2023 წელი

ანსამბლი „სუხიშვილები“ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროპული მომავალი ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია, ხოლო საქართველოში მიმდინარე მოვლენები „სულ უფრო მეტად გვაშორებს დიდ ევროპულ ოჯახს!“.

„უკვე ერთი თვეა საგასტროლო მოგზაურობაში ვიმყოფებით ევროპაში. მაშინ როცა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ქართულ ცეკვას და კულტურას ოვაციებით ხვდებიან, როცა სიამაყით ვაცხადებთ რომ საქართველოდან ვართ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სულ უფრო მეტად გვაშორებს დიდ ევროპულ ოჯახს!

ევროპული მომავალი ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია! ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული!

შეწუხებული ვართ თუ როგორ პასუხობს მთავრობა საზოგადოების მშვიდობიან პროტესტს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას!

და ბოლოს, ჩვენ, “სუხიშვილები” - საქართველოს სახემწიფო ანსამბლი, იმედს ვიტოვებთ რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საზოგადოების დიდი ნაწილის ნებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. საქართველო ეკუთვნის ევროპას და ეს არის ჩვენი ერთადერთი და სწორი არჩევანი“, - წერია სახელმწიფო ანსამბლის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დასაშლელად სამართალდამცველებმა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავდა ათობით ადამიანი. აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. მათ სასწრაფო დახმარების ექიმები უწევენ სამედიცინო დახმარებას.

პარლამენტის შენობასთან ხალხმა შეკრება 7 მარტს მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცეს.

XS
SM
MD
LG