Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 მარტს აქციაზე დაკავებულთაგან ერთს სისხლის სამართლის დანაშაული ედება ბრალად


აქცია "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტი წინააღმდეგ, 7 მარტი, 2023 წელი. თბილისი
აქცია "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტი წინააღმდეგ, 7 მარტი, 2023 წელი. თბილისი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 7 მარტს თბილისში, პარლამენტთან, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულთაგან ერთ პირს ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ (353-ე პრიმა მუხლი). ამ ბრალდებით დაკავებული პირი, რომელსაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელის, 2001 წელს დაბადებული თ.ა.-ა.

7 მარტის აქციაზე პოლიციამ სულ 66 პირი დააკავა, რომელთა ნაწილი სხვადასხვა ქალაქში (ხაშური, ბაკურიანი, ქუთაისი) მდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს. უფლებადაცვითი ორგანიზაციები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ თბილისის გარეთ გადაყვანილი პირები შესაძლოა ნაცემი იყვნენ და პოლიცია თბილისისგან მოშორებით ცდილობს მათი დაცვის უფლების შეზღუდვას.

რადიო თავისუფლება ცდილობს დაზუსტებული ინფორმაცია მიიღოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან იმის შესახებ, რომელ იზოლატორში რამდენი პირია გადაყვანილი. უწყებისგან ამ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები", - ნათქვამია შსს-ს მიერ დღეს, 8 მარტს, გავრცელებულ განცხადებაში. 187-ე მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG