Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Sky News-ი: ირანმა რუსეთს საიდუმლოდ მიაწოდა დიდი რაოდენობით ამუნიცია


საილუსტრაციო ფოტო: ავტომატ კალაშნიკოვის ვაზნები. ეკატერინბურგი, 2022 წ. 13 ოქტომბერი.
საილუსტრაციო ფოტო: ავტომატ კალაშნიკოვის ვაზნები. ეკატერინბურგი, 2022 წ. 13 ოქტომბერი.

ირანმა რუსეთს სავარაუდოდ ამუნიციის მსხვილი პარტია მიაწოდა. ამის შესახებ ლაპარაკია ტელეკომპანია Sky News-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებაში. საქმე ეხება 100 მილიონ ვაზნასა და 300 ათას საარტილერიო ჭურვს, რის გადაზიდვაც კასპიის ზღვით მოხდა.

ჟურნალისტების თქმით, იანვარში ირანის პორტებიდან ასტრახანში გაემგზავრა ორი სატვირთო გემი, რომლებზეც იყო ამუნიციით დატვირთული 200 კონტეინერი. წყარომ სპეცსამსახურებიდან Sky News-ს შეატყობინა, რომ ორივე გემი რუსეთის დროშის ქვეშ ცურავდა. მისი აზრით, ტვირთი შეიცავდა ვაზნებსა და ჭურვებს ავტომატების, შაშხანების, სარაკეტო და საარტილერიო დანადგარებისთვის, ასევე - ჩაფხუტებსა და ჯავშანჟილეტებს. წყაროს ცნობით, ტრანსპორტირებისთვის მოსკოვმა ნაღდი ფული გადაიხადა.

გემების მეთვალყურეობის ელექტრონული სისტემა Marine Traffic-იც აჩვენებს, რომ იანვარში მართლაც შესრულდა ამ ორი გემის რეისები ირანიდან ასტრახანში. ისინი სატელიტურ ფოტოებზეც ჩანს. ამ მომენტისთვის შეუძლებელია ტვირთის შემადგენლობის დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურება. რუსეთის ხელისუფლებამ და გემების მფლობელმა კომპანიამ არ უპასუხეს Sky News-ის თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინათ შექმნილ ვითარებაზე.

XS
SM
MD
LG