Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამბურგში რამდენიმე ადამიანი მოკლეს სროლის დროს


პოლიცია ჰამბურგში, იეღოვას მოწმეების ეკლესიასთან. 9 მარტი, 2023 წელი
პოლიცია ჰამბურგში, იეღოვას მოწმეების ეკლესიასთან. 9 მარტი, 2023 წელი

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, იეღოვას მოწმეების ეკლესიაში რამდენიმე ადამიანი მოკლეს.

ერთმა ან რამდენიმე დაუდგენელმა პირმა ადამიანების ჯგუფს ცეცხლი ჰამბურგის ალსტერდორფის რაიონში გაუხსნა.

პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა, ნუ გავლენ ქუჩებში. სამართალდამცველები ასევე მოუწოდებენ ავტომანქანების მძღოლებს, ნუ მიუახლოვდებიან ჩაკეტილ ზონას, სადაც სროლა იყო.

ადგილობრივი მედიის თანახმად, პოლიციამ მაღალი დონის განგაში გამოაცხადა - ე.წ „სიცოცხლისთვის საშიში ვითარება“. არსებული ცნობით, მოკლულია სულ მცირე ექვსი ადამიანი, დაშავებულია ორ ათეულამდე პირი.

XS
SM
MD
LG