Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთის მედია: ჰელსინკი უკრაინისთვის ამერიკული წარმოების გამანადგურებლების მიწოდებას განიხილავს


პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 10 მარტი, 2023 წელი
პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 10 მარტი, 2023 წელი

ფინეთის მედია იტყობინება, რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი მზად არის განიხილოს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება.

მარინმა, რომელიც კიევს 10 მარტს სტუმრობდა, განაცხადა, რომ ჰელსინკი გეგმავს თანამედროვე, F-35A-ის ტიპის 64 გამანადგურებლის შესყიდვას და ამით Hornet-ის ტიპის 62 გამანადგურებლების შეცვლას. მარტინის თანახმად, Hornet-ები შეიძლება უკრაინას გადაეცეს, თუმცა იქვე ახსნა, რომ მოლაპარაკება საწყის სტადიაშია.

უკრაინა თვეების განმავლობაში მოითხოვს თავისი დასავლელი მოკავშირეებისგან თანამედროვე გამანადგურებლების მიწოდებას. 8 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში მოლაპარაკებისას მოუწოდა საფრანგეთსა და გერმანიას, მიაწოდონ გამანადგურებლები „რაც შეიძლება სწრაფად“, რადგან უკრაინას რუსეთის იერიშის მოგერიება უწევს ქვეყნის აღმოსავლეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG