Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მობილიზებული არტილერისტების ახლობლებმა პუტინს მიმართეს


მოსკოვის რეგიონიდან მობილიზებულთა ცოლებმა და დედებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მიმართეს. ვიდეოში, რომელიც გავრცელდა, ქალები აცხადებენ, რომ მათი ახლობლები რუსული არმიის რიგებიდან ე.წ. "LPR" და "DPR"-ის ძალების სარდლობაში გადაიყვანეს. იქ, კი, მათივე თქმით, მობილიზებულებს თავდასხმის რაზმებში რიცხავენ, მიუხედავად იმისა, სამხედრო სპეციალობით ისინი არტილერისტები არიან.

ახლობლები აცხადებენ, რომ მათ ქმრებსა და შვილებს ფრონტის ხაზზე „საზარბაზნე ხორცად“იყენებენ და მათ იქ სათანადო მომზადების გარეშე აგზავნიან.

მათივე თქმით, მობილიზებულთა სწავლება მხოლოდ ოთხ დღეს გაგრძელდა. ისინი ხაზს უსვამენ, რომ მათი ნათესავები მზად არიან იბრძოლონ უკრაინაში, მაგრამ იმ ცოდნით, რაშიც ისინი გაწვრთნეს. ახლობლები და ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ მობილიზებულთა ეს ნაწილი ფრონტის ხაზიდან გაიყვანონ და ისინი უზრუნველყონ საარტილერიო იარაღითა და საბრძოლო მასალით.

ბოლო კვირების განმავლობაში ინტერნეტში არაერთი სხვა მიმართვაც გამოჩნდა, რომლებიც თავად მობილიზებულებმა ჩაწერეს. მათ შორის იყვნენ ირკუტსკიდან, ბელგოროდიდან, კალინინგრადის რეგიონებიდან მობილიზებული სამხედროები.

ისინი ამბობდნენ, რომ სარდლობა ფრონტის ხაზზე არ იმყოფება, თავად კი იძულებულნი არიან იბრძოლოდ საჭირო არტილერიის, ეკიპირების, დაზვერვის მხარდაჭერის გარეშე, ხოლო უარის შემთხვევაში, მათ ძალადობით ემუქრებიან.

როგორც BBC-ის რუსული სამსახური იტყობინება, ბოლო სამი თვის განმავლობაში დაღუპულთა უმრავლესობა მობილიზებული სამხედროები, მოხალისეები და პატიმრები არიან.

XS
SM
MD
LG