Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პოლიციამ დააკავა რუსი ჯარისკაცი, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში იმალებოდა


უკრაინის ქალაქი კუპიანსკი ოკუპანტებისგან 2022 წლის ოქტომბერში გათავისუფლდა
უკრაინის ქალაქი კუპიანსკი ოკუპანტებისგან 2022 წლის ოქტომბერში გათავისუფლდა

ხარკოვის რაიონის კუპიანსკის რაიონში უკრაინის პოლიციამ დააკავა რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც იქ ექვსი თვის განმავლობაში იმალებოდა.

პოლიციამ კუპიანსკის რაიონში პატრულირებისას სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი 42 წლის მამაკაცი დააკავა. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ის იყო მოსკოვის რეგიონის მკვიდრი და რუსეთის არმიის 27-ე მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე.

დაკავებულის თქმით, ის ადგილობრივ მიტოვებულ შენობებში იმალებოდა მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ ტერიტორია გაათავისუფლა. დაკავებული უკრაინაში ყოფნის გარემოებების გასარკვევად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

კუპიანსკის რაიონის დეოკუპაცია მოხდა 2022 წლის სექტემბერში, უკრაინის არმიის კონტრშეტევის დროს. ცოტა ხნის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ წამოიწყო ფართომასშტაბიანი ოპერაცია გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დარჩენილი რუსი სამხედრო მოსამსახურეების მოსაძებნად, რომლებიც შესაძლებელია დივერსანტები ყოფილიყვნენ.

  • რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. გაეროს მონაცემებით, ომის ერთი წლის განმავლობაში, საომარი მოქმედებების შედეგად 8,173 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 13,620 - დაშავდა. ეს მონაცემები შეიძლება არასრული იყოს.
  • 2023 წლის დასაწყისისთვის უკრაინაში 50 ათასზე მეტი საქმე აღიძრა ომის კანონებისა და წესების დარღვევის მუხლით. გამომძიებლებმა 200-ზე მეტი ეჭვმიტანილის სახელები დაადგინეს. ჯერჯერობით 20-მდე ადამიანია მიცემული სამართალში, ზოგი - დაუსწრებლად.
XS
SM
MD
LG