უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან ჩამოაგდეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი Su-24.
ერმაკი აქვეყნებს ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ჩანს აფეთქება, ასევე, სავარაუდოდ, კატაპულტირებული მფრინავი. რა ბედი ეწია მფრინავს, არ იტყობინებიან.
როგორც BBC იუწყება, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების 93-ე მექანიზებულმა ბრიგადამ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ თვითმფრინავი მართლაც ჩამოაგდეს.
Su-24 არის საფრონტო ბომბდამშენი, რომელიც განკუთვნილია რაკეტებითა და ბომბებით დარტყმებისათვის მარტივ და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, დღისით და ღამით, მათ შორის - დაბალ სიმაღლეებზე, ხმელეთსა და წყალზე. ის 1975 წლიდანაა შეიარაღებაში. ეკიპაჟი ორი წევრისგან შედგება.
რუსეთს კომენტარი არ გაუკეთებია ცნობებზე მისი Su-24-ის შესაძლო ჩამოგდების შესახებ.
დაწერეთ კომენტარი