Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კალანდარიშვილი 29 აპრილის არჩევნებზე - "ასეთი მასშტაბით ტექნოლოგიების გამოყენებას პირველად აქვს ადგილი ჩვენს ქვეყანაში"


ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ლაპარაკობს ამომრჩევლის ვერიფიკაციისა და ხმის მიცემა-დათვლის ეტაპებზე დაგეგმილ ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რომლებიც ამომრჩევლის 91%-ს შეეხება. კერძოდ, 29 აპრილს ქვეყნის მასშტაბით ათ მუნიციპალიტეტში გაიმართება პარლამენტის შუალედური არჩევნები: ხობის, სენაკისა და ფოთის მაჟორიტარულ ოლქში; თერჯოლასა და ცაგერში გაიმართება მერების რიგგარეშე არჩევნები; ქუთაისში, ტყიბულში, თიანეთში, გურჯაანსა და ახალციხეში - საკრებულოების შუალედური არჩევნები. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2024 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა არანაკლებ 70%-სთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტექნოლოგიების გამოყენება ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და ხმების მთვლელი აპარატების გამოყენების კომპონენტებში. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, 2024 წელს ამომრჩეველთა თითქმის 90% მისცემს ხმას ტექნოლოგიების გამოყენებით - "29 აპრილის არჩევნები არის ერთგვარი გენერალური რეპეტიცია, ტესტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის".

XS
SM
MD
LG