Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც დასჯადი ხდება დაქირავებულ "ბოევიკთა" დისკრედიტაცია


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც ომის მონაწილეების, მათ შორის მოხალისეების დისკრედიტაცია სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. შესაბამისი ცვლილებები სახელმწიფო დუმამ 14 მარტს დაამტკიცა

კანონს ცვლილება შეაქვს სისხლის სამართლის კოდექსის ორ - ე.წ. ფეიკების გავრცელებისა და რუსეთის არმიის დისკრედიტაციის- მუხლში.

ამიერიდან ყალბი ახალი ამბების გავრცელება ისჯება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით, ნაცვლად სამისა. ომის მონაწილეებისა და მოხალისეების შესახებ გავრცელებული ფეიკები, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა, 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

5-დან 7 წლამდე იზრდება სანქცია არმიის დისკრედიტაციისთვის, თუ ქმედებებმა ზიანი მიაყენა ჯანმრთელობას და გამოიწვია მასობრივი არეულობები.

მანამდე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა ომში მონაწილეთა დისკრედიტაციისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება მოითხოვა. მისი სამხედრო კომპანიის მიერ დაქირავებული "ბოევიკები" სტატუსით სამხედრო მოსამსახურეებთან არიან გათანაბრებული.

კანონპროექტის ავტორებს შორის არიან სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი და მისი მოადგილე ირინა იაროვაია.

უფლებადამცველების თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო სისხლის სამართლის მუხლით 450-ზე მეტი ადამიანის მიმართ აღიძრა საქმე. მათგან 100-ზე მეტი პატიმრობაში იმყოფება.

XS
SM
MD
LG