Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერტყვიჭალასთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მიწის მასა ჩამოვიდა - გზების დეპარტამენტი


გაწმენდითი სამუშაოები თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე
გაწმენდითი სამუშაოები თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე, კერძოდ, სოფელ ვერტყვიჭალასთან მთის ფერდიდან მიწის მასა (შვავი) ჩამოვიდა, რამაც საავტომობილო გზა ჩაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისათვის, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მოძრაობა გადართულია ვერტყვიჭალის კვანძის მიმართულებაზე. მათივე განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება.

რამდენიმე დღის წინ, აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალზე მშენებარე გვირაბთან გარე ბეტონის სექცია დაზიანდა. როგორც მაშინ გზების დეპარტამენტმა განმარტა, დაზიანება გამოიწვია უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა.

უწყების განცხადებით, სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია.

XS
SM
MD
LG