Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის არმატურის მწარმოებელი ქარხანა "ჯეოსტილის" მუშები გაიფიცნენ


გაფიცული მუშები რუსთავში, "ჯეოსტილის" საწარმოსთან. 19 მარტი, 2023 წელი
გაფიცული მუშები რუსთავში, "ჯეოსტილის" საწარმოსთან. 19 მარტი, 2023 წელი

ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით, რუსთავის არმატურის მწარმოებელი ქარხანა "ჯეოსტილის" მუშები გაიფიცნენ. საწარმოში, სადაც 400-მდე თანამშრომელი მუშაობს, პროდუქციის წარმოება შეწყდა. მუშები საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილნი და ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვენ.

გაფიცული თანამშრომლების განცხადებით, გარდა იმისა, რომ ადმინისტრაცია მათ ხელფასებს აკლებს, ახალ „კაბალურ“ შრომით ხელშეკრულებას სთავაზობს, რომელიც ანაზღაურების კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს.

"არსებული ხელშეკრულებით კვირაში 160 საათს უნდა ვმუშაობდეთ, რეალურად კი, 240-250 საათს ვმუშაობთ. ზეგანაკვეთური შრომისთვის, შრომის კოდექსის მიხედვით, ანაზღაურება ორმაგად უნდა ხდებოდეს, მაგრამ თანხის დარიცხვა არასამართლიანად ხდება", - უთხრა რადიო თავისუფლებას მიხეილ ქორიძემ. მანვე დასძინა, რომ ხელფასის სატარიფო განაკვეთის მიხედვით, ზეგანაკვეთური მუშაობისთვის ყოველთვიურად 2000 ლარამდე ხელფასს უნდა იღებდეს, მაგრამ 1100-1200 ლარს უხდიან.

გაფიცულთა ადვოკატი ბელა ბერაძე ამბობს, რომ დამსაქებელმა გადაწყვიტა მუშებთან ახალი ხელშეკრუკლებების დადება, რომელიც არ შეესაბამება კანონმდებლობას, დოკუმენტი არ ასახავს დასაქმებულების რეალურ სამუშაო პირობებს.

"ხელშეკრულების პროექტში წერია, რომ უნდა იმუშაონ, დილის 9-დან საღამოს 5 საათამდე, მაგრამ რეალურად კი ამუშავებენ 12 საათს და ზეგანაკვეთურ შრომას არ ითვალისწინებენ", - ამბობს ბელა ბერიძე.

მისივე თქმით, საწარმოს თანამშრომლები ერთი კვირაა ადმინისტრაციასთან შეხვედრას ცდილობენ, მაგრამ ხელმძღვანელობა შეხვედრაზე უარს ამბობს.

გაფიცულებს შეხვდნენ პროფკავშირების წარმომადგენლები.

გაერთიანებული პროფკავშირების მეტალურგიის დარგის პროფკავშირების თავმჯდომარემ თეიმურაზ სურამელაშვილმა, რომელიც გაფიცულებს ესაუბრა, რადიო თავისუფლბას უთხრა, რომ პროფკავშირები მხარს უჭერს გაფიცულებს, მათ დაეხმარება კონსულტაციებით და სამართლებრივად, ხოლო მათი სურვილის შემთხვევაში, ჩაერთვებიან ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებში.

XS
SM
MD
LG