"საერთაშორისო მართლმსაჯულების" (Justice International) აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ჯეირანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ვლადიმირ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას გარდა რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებზეც იყოს უკვე გაცემული დაკავების ორდერები, ვინაიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იყენებს ფარულ ორდერებსაც, როცა თვლის, რომ ესა თუ ის პირი ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობას აპირებს და კონკრეტული ქვეყნის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობით ხედავს ეჭვმიტანილი პირის დაკავების რეალურ შესაძლებლობას. ღია ორდერების და ამ შემთხვევაში, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას უფრო მეტად სიმბოლური, პოლიტიკური დატვირთვა აქვს. საინტერესო იქნება, ამ ორდერის შესრულებაზე როგორც რომის სტატუსის მონაწილე, ისე არამონაწილე ქვეყნების პოლიტიკური პოზიციაც.