Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მოითხოვა, დაიხუროს უფლებადამცველი ორგანიზაცია „სოვა“


რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, ლიკვიდირებულ იქნეს ცენტრი „სოვა“ - ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, რომელიც მონიტორინგს უწევს რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ცნობებს, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკასა და ქსენოფობიის გამოვლინებებს.

სამინისტროს მიმართვა ემყარება რიგგარეშე შემოწმებას, რომელიც უწყებამ მიმდინარე წლის იანვარში ჩაატარა, - ნათქვამია „სოვის“ განცხადებაში. ძირითად დარღვევად მიჩნეულ იქნა უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაწილეობა ღონისძიებებში მოსკოვის ფარგლებს გარეთ. ორგანიზაცია მოსკოვშია რეგისტრირებული.

იუსტიციის სამინისტროს სარჩელამდე პუბლიკაციების სერიაში, მათ შორის სახელმწიფო ტელეარხ „როსია-24“-ში, ორგანიზაციას ბრალი დასდეს რუსოფობიაში, „ტრადიციული ღირებულებების“ წინააღმდეგობასა და კანონების კრიტიკაში. ცენტრის ხელმძღვანელს, ალექსანდრ ვერხოვსკის, შემოდგომაზე დაატოვებინეს რუსეთის პრეზიდენტის ადამიანის უფლებების საბჭო.

„სოვის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია არ ეთანხმება იუსტიციის სამინისტროს პოზიციას და მას სასამართლოში გაასაჩივრებს.

XS
SM
MD
LG