Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: რუსეთის იერიში კულმინაციას უახლოვდება, უკრაინამ შეიძლება კონტრიერიში დაიწყოს


უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები ბახმუტის მახლობლად. 2023 წ. 17 მარტი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები ბახმუტის მახლობლად. 2023 წ. 17 მარტი.

უკანასკნელ ხანებში აღმოსავლეთ უკრაინაში შემტევი ოპერაციების ტემპი შენელდა, რაც შესაძლოა იმას ადასტურებდეს, რომ რუსეთის საგაზაფხულო იერიში დასასრულს უახლოვდება, წერს მორიგ ანგარიშში ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW).

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერმა სერჰი ჩერევატიმ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ მოახერხა საკმარისი რაოდენობის ძალების თავმოყრა დონბასში მოსალოდნელი დიდი იერიშისთვის. მისი თქმით, რუსეთის ამჟამინდელ საიერიშო მოქმედებებს არ შეიძლება ეწოდოს მსხვილი სტრატეგიული ოპერაცია.

ჩერევატის სიტყვებით, რუსეთის ჯარები ბახმუტის ტაქტიკურ დაკავებასაც კი ვერ ახერხებენ. ისინი ასევე ფრონტის სხვა მონაკვეთებზეც დიდ სირთულეებს განიცდიან ოპერატიულად ღირებული წარმატებების მიღწევაში.

ამგვარად, რუსეთის ჯარების საგაზაფხულო იერიში, როგორც ჩანს, კულმინაციას უახლოვდება, წერს ISW.

თუკი რუსეთის 300 ათასი ჯარისკაცი ვერ ახერხებს უკრაინაში გადამწყვეტი იერიშის უზრუნველყოფას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მობილიზაციის სამომავლო ტალღების შედეგად თავმოყრილი ახალი ძალებით მოხერხდება ვითარების კარდინალურად შეცვლა მიმდინარე წელს.

ამიტომ უკრაინას აქვს შანსი, დაიბრუნოს ინიციატივა და დაიწყოს კონტრიერიში ფრონტის კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაკვეთებზე, დაასკვნიან ISW-ის ექსპერტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG