Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სი ძინპინმა პუტინი და მიშუსტინი ჩინეთში მიიწვია


სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა კრემლში. 21 მარტი, 2023 წელი
სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა კრემლში. 21 მარტი, 2023 წელი

რუსეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მოსკოვში პრეზიდენტ პუტინთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ შეხვდა პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინსაც.
შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მიმდინარე წლის განმავლობაში ჩინეთში დაპატიჟა.

შეხვედრაზე მიხაილ მიშუსტინმა აღნიშნა, რომ ტრანსციმბირისა და ტრანსაზიური მარშრუტების განსავითარებლად რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ ლოგისტიკურ პროექტებზე მუშაობენ. სი ძინპინის თქმით, ამ პროექტებით შესაძლებელი გახდება გადაზიდვების კიდევ უფრო მეტად გაზრდა. უკვე 2023 წლის ბოლოს ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვა 200 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

სი ძინპინისა და მიხაილ მიშუსტინის შეხვედრის შემდეგ კრემლში იგეგმება ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა გაფართოებული დელეგაციების შემადგენლობით. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება ერთობლივი ბრიფინგი პრესისთვის.

მოსკოვში 20 მარტს დაიწყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, სი ძინპინის სამდღიანი ვიზიტი. სი ძინპინი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც პუტინს ხვდება მას მერე, რაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გასცა. მოსკოვმა, რომელსაც სასამართლოს ქმედება „აშკარა მტრულ გამოვლინებად“ მიაჩნია, საპასუხოდ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა სასამართლოს პროკურორის და მოსამართლეების მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG