Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა


სამუშაო ლანჩი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და დიპლომატების მონაწილეობით
სამუშაო ლანჩი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და დიპლომატების მონაწილეობით

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ევროკავშირის ელჩების ინიციატივით გამართულ სამუშაო ლანჩზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიწვიეს. როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე განიხილეს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში.

ოფიციალური ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩებს გააცნო ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა გადადგამს ოქტომბრამდე, როდესაც ევროკომისია გამოაქვეყნებს წერილობით ანგარიშს და რეკომენდაციას მისცემს ევროპულ საბჭოს, მიენიჭოს თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

შეხვედრას ესწრებოდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა. 2022 წლის თებერვალსა და მარტში ევროკავშირის წევრობის განაცხადები წარადგინეს უკრაინამ და მოლდოვამაც. ივნისში ევროკავშირმა ამ ორ ქვეყანას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 პირობა უნდა შეასრულოს.

XS
SM
MD
LG