Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლობლები 27 წლის ილია ფუტკარაძეს ეძებენ


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

ახლობლები 27 წლის ილია ფუტკარაძეს ეძებენ. ოჯახის ახლობელმა მამუკა სულაქველიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახალგაზრდა კაცი 17 მარტის შემდეგ არ უნახავთ. მედიასაშუალებების ინფორმაციით, ის ტყიბულში ცხოვრობდა.

"ტელეფონი გამორთულია, ნივთები, რაც მას გააჩნდა, სახლშია. ლეპტოპიც. თან წაღებული არაფერი არ აქვს... რამდენადაც მე ვიცი, პოლიციას უკვე დაწყებული აქვს ამ საქმეზე მუშაობა. გაუჩინარებამდე კომუნიკაცია ჰქონდა მეგობრებთან... თვითონ არ იყო კონფლიქტური ახალგაზრდა, სამუშაოს დაწყების პრობლემა ჰქონდა, მაგრამ არა მგონია ეს იყოს მიზეზი", - თქვა მამუკა სულაქველიძემ.

მისი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყებიდან პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG