თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში კაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ლიფტში იყო ცეცხლის კვალიც.
"ინტერპრესნიუსმა" ჩაწერა ერთ-ერთი მობინადრე, რომელმაც თქვა, რომ სახანძრო-სამაშველო ბრიგადა კორპუსში კვამლის სუნის გამო გამოიძახეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიცია ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ამ ეტაპზე ჯერ არ არის ცნობილი, რა კვალიფიკაცია მიენიჭება ამ შემთხვევას.