Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოციგურავე ანასტასია გუბანოვა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა


ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამა მეთერთმეტე ადგილით დაასრულა.
ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამა მეთერთმეტე ადგილით დაასრულა.

საქართველოს მოციგურავეთა ნაკრების ლიდერმა ანასტასია გუბანოვამ იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალის საგზური მოიპოვა. 20 წლის სპორტსმენმა, რომელიც ყინულზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში გავიდა, მოკლე პროგრამა მეთერთმეტე ადგილით დაასრულა.

გუბანოვა ჩემპიონატში ბოლო ექვსეულის წევრად ჩაება და მოკლე პროგრამა 65,40 ქულით დაასრულა, რაც ევროპირველობაზე ნაჩვენებ თავის საუკეთესო შედეგთან (69.81 ქულა) შედარებით მოკრძალებული შეფასებაა.

ოცდათხუთმეტი მონაწილიდან ფინალურ, თავისუფალ პროგრამაში ოცდაოთხი საუკეთესო გადავიდა. თავისუფალი პროგრამა 24 მარტს გაიმართება. მანამდე კი, 23 მარტს, ჩემპიონატში მამაკაცები ჩაებმებიან მოკლე პროგრამით და ყინულზე საქართველოს ნაკრების წევრები მორის ყვითელაშვილი და ნიკა ეგაძეც გავლენ.

23 მარტს მსოფლიო ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში გათამაშდება მედლები. მონაწილეთა შორის ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას დუეტიცაა, რომელიც ფინალურ პროგრამაში მეთოთხმეტე ადგილით ჩაერთვება.

XS
SM
MD
LG