Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთმა უკრაინას ოთხი გამანადგურებელი მიგ-29 გადასცა


სლოვაკური "მიგების" საავიაციო შოუ
სლოვაკური "მიგების" საავიაციო შოუ

სლოვაკეთმა ოთხი გამანადგურებელი მიგ-29 თვითმფრინავი გადასცა უკრაინას, რაც რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან უკრაინისათვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების პირველ გახმაურებულ ფაქტს წარმოადგენს. კიევი შარშანდელი თებერვლიდან ითხოვს დასავლეთის ქვეყნებისგან სამხედრო თვითმფრინავების გადაცემას.

ბრატისლავა უკრაინისათვის ჯამში 13 ერთეული გამანადგურებელი თვითმფრინავის გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნაგიმ განაცხადა. დანარჩენი თვითმფრინავები უახლოეს კვირებში გაიგზავნება, დაწერა მან Facebook-ში.

სლოვაკეთის მთავრობამ გასულ პარასკევს დაამტკიცა უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების MiG-29 ტიპის გამანადგურებლების უსასყიდლო გადაცემა.

ერთი დღით ადრე პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კიევი პოლონეთის არმიის შეიარაღებაში არსებულ 4 ერთეულ მიგ-29-ს მიიღებს.

XS
SM
MD
LG