Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია შეჯიბრებებში ტრანსგენდერ ქალებს არ დაუშვებს


საილუსტრაციო ფოტო: სიმაღლეზე მხტომელი იულია ლევჩენკო. ციურიხი. 8 სექტემბერი, 2022 წელი
საილუსტრაციო ფოტო: სიმაღლეზე მხტომელი იულია ლევჩენკო. ციურიხი. 8 სექტემბერი, 2022 წელი

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ აუკრძალა ტრანსგენდერ ქალებს შეჯიბრებებში მონაწილეობა, თუ მათ ტრანსგენდერული გადასვლა მოახდინეს სქესობრივი მომწიფების შემდეგ.

აკრძალვა ძალაში შევა 2023 წლის 31 მარტს. ახლა მძლეოსნობის შეჯიბრებებში დაშვებული არიან ტრანსგენდერი ქალები, რომლებსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სისხლში ტესტოსტერონის დონე ლიტრზე 2,5 ნანომეტრზე ნაკლები ჰქონდათ.

საერთაშორისო შეჯიბრებებში ტრანსგენდერ ქალებს მონაწილეობა არ მიუღიათ და ასოციაცია აცხადებს, რომ არ აქვს „კონკრეტული მტკიცებულება მძლეოსნობაში ქალთა შეჯიბრებების შედეგების სამართლიანობაზე მათი ზეგავლენის შესახებ“.

ასოციაცია იტყობინება, რომ სანამ ტრანსგენდერ ქალებს ასპარეზობაში მონაწილეობას აუკრძალავდა, კონსულტაცია გაიარა ქვეყნების ფედერაციებთან, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, მწვრთნელებსა და სპორტსმენებთან, ასევე ტრანსგენდერ ქალებსა და ადამიანის უფლებების დამცველებთან. მათგან „ცოტამ თუ“ დაუჭირა მხარი ტესტოსტერონის დაბალი დონის ვარიანტს, წერს ასოციაცია, რომელიც აპირებს საგანგებო სამუშაო ჯგუფის შექმნას შეჯიბრებებში ტრანსგენდერი ქალების დაშვების შესახებ.

2022 წლის ივნისში ანალოგიური წესი ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ დააწესა.

XS
SM
MD
LG