Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ რუსეთს ყველა მძიმედ დაჭრილი ტყვე გადასცა


(საილუსტრაციო ფოტო)
(საილუსტრაციო ფოტო)

უკრაინის ტყვეებთან მუშაობის საკოორდინაციო შტაბის თანახმად, კიევმა რუსეთს გადასცა ყველა მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე.

მოსკოვს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

შტაბის თანახმად, ეს არა გაცვლა, არამედ უბრალოდ რეპატრიაცია იყო. ყველა დაჭრილი, რომელთა ტრანსპორტირება შეიძლებოდა, დააბრუნეს რუსეთში შემხვედრი პირობების გარეშე. შტაბმა დაადასტურა, რომ გადაცემულია ხუთი პირი.

საერთაშორისო სამართლით, დაჭრილი ან ავადმყოფი ტყეები არ ექვემდებარებიან გაცვლას, ისინი სამკურნალოდ სამშობლოში უნდა დააბრუნონ.

საკოორდინაციო შტაბი აცხადებს, რომ „ამ დროს აგრესორ სახელმწიფოს, რომელიც სისტემატურად არღვევს საერთაშორისო ნორმებს, დღემდე დაკავებული ჰყავს ათასობით უკრაინელი მოქალაქე, მძიმე ავადმყოფები და დაჭრილი მოქალაქეები, ბავშვები და ქალები, მოხუცები, ასევე ისინი, ვინც ტყვედ ჩავარდა ფართომასშტაბიან შეჭრამდე“ - წერს საკოორდინაციო შტაბი, რომელიც განმარტავს, რომ ყველა მათგანი დეპორტირებული უნდა იქნეს ყოველგვარი პირობების გარეშე.

7 მარტს მოხდა ტყვეების მორიგი გაცვლა. 130 უკრაინელში გაცვალეს 90 რუსი სამხედრო მოსამსახურე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG