Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა


ფოტოარქივი: ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და რეჯეპ ტაიპ ერდოანი
ფოტოარქივი: ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მას უკრაინაში ომის "დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ" მოუწოდა.

ერდოანმა ასევე "მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ პუტინს მისი პოზიტიური პოზიციისთვის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაფართოებასთან დაკავშირებით".

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება გაგრძელდა გასულ კვირას. შეთანხმებას თავდაპირველად გასულ ზაფხულს კიევმა და მოსკოვმა გაეროს ეგიდით მოაწერეს ხელი.

კრემლის ცნობით, პუტინ-ერდოანმა ტელეფონით სირიაში არსებული ვითარებაც განიხილეს. მათ ხაზი გაუსვეს "თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელების აუცილებლობას" და "რუსეთის, როგორც შუამავლის კონსტრუქციულ როლს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG