Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა“ - დანილოვი


ოლექსი დანილოვი - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი.
ოლექსი დანილოვი - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი.

რუსეთის გეგმები ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებაზე გამოიწვევს ამ ქვეყნის დესტაბილიზაციას, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი დანილოვი.

„კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა“, - დაწერა მან Twitter-ზე და დაამატა, რომ მოსკოვის ეს ნაბიჯი ზრდის რუსეთისა და პუტინის "ნეგატიური აღქმას" ბელარუსის საზოგადოებაში.

ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა შაბათს განაცხადა.

პუტინმა თავისი გეგმები შეადარა აშშ-ს მიერ თავისი ბირთვული იარაღის ევროპაში განთავსებას და თქვა, რომ რუსეთი არ გადასცემს იარაღზე კონტროლს ბელარუსს. თუმცა, ეს შეიძლება იყოს პირველი შემთხვევა 1990-იანი წლების შემდეგ, როდესაც რუსეთი აწარმოებს ასეთ იარაღს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, არ არსებობს მინიშნებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.

“ჩვენ ვნახეთ ცნობები რუსეთის განცხადების შესახებ და გავაგრძელებთ ამ სიტუაციის მონიტორინგს”, - ნათქვამია თავდაცვის დეპარტამენტის წერილობით განცხადებაში.

პუტინის თქმით, ბელარუსის ხელმძღვანელი ალიაქსანდრ ლუკაშენკა უკვე დიდი ხანია სთხოვს მას ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებას. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, 1 ივლისისთვის უნდა დასრულდეს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობა.

როგორც პუტინის სიტყვებიდან ჩანს, ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს გადასცემს. ასეთი ჭურვები არ განეკუთვნება ბირთვულ იარაღს, თავად რუსეთი მათ ასეთად არ მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG