Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის გრანსლემი ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფით დასრულდა


საილუსტრაციო ფოტო: ძიუდო
საილუსტრაციო ფოტო: ძიუდო

საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებმა თბილისში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - გრანსლემზე ექვსი მედალი მოიპოვა და ქალთა და ვაჟთა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, სამოცდაერთი ქვეყნის ნაკრებს შორის.

სამდღიანი შეჯიბრების ორმა დღემ ისე ჩაიარა, ქართველი ძიუდოისტები ოქროს მედალს ვერ შეწვდნენ. სულ ოთხ წონით კატეგორიაში შეივსო საპრიზო სამეულები და მასპინძელთაგან კვარცხლბეკზე მხოლოდ გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ავიდნენ. სარდალაშვილი მეორე საფეხურზე, შავდათუაშვილი - მესამეზე.

დასკვნით დღეს - 26 მარტს ვაჟებში, დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა მედლები და სამივე წონის კონკურენცია ქართული ფინიშით დაგვირგვინდა. 90 კილოგრამში სულაც, ქართველების ფინალი შედგა - ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ევროპის მოქმედ ჩემპიონს ლუკა მაისურაძეს მოუგო და პირველმა ააჟღერა საქართველოს ჰიმნი. 100 კილოგრამში ჩემპიონი ილია სულამანიძე გახდა. +100 კილოგრამში კი გელა ზაალიშვილმა აჯობა ყველა კონკურენტს და თბილისის გრანსლემის ოქროს მედალს ზედიზედ მესამედ დაეუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG