Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთში მოგერიებულია 60-ზე მეტი შეტევა


უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბახმუტის მახლობლად. 2023 წლის 24 მარტი
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბახმუტის მახლობლად. 2023 წლის 24 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 23 საავიაციო და 2 სარაკეტო დარტყმა და 38 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს შეტევებზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 60-ზე მეტი შეტევა.

გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში უკრაინის ავიაციამ 3 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 4 რაიონი, მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების საწყობი.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, ბოლო 24 საათში, ლუგანსკის ოლქის დასახლებული პუნქტის, ტროიცკოეს საავადმყოფოს მორგში გადაასვენეს 100-მდე მოკლული რუსი სამხედრო. გენშტაბი, როგორც წესი, არ ასაჯაროებს უკრაინის თავდაცვის ძალების დანაკარგებს.

XS
SM
MD
LG