Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლს დაუშვებლად მიაჩნია სომხეთის მიერთება რომის წესდებასთან - „რია“


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის სამთავრობო მედიის ცნობით, მოსკოვი ერევანს მკაცრ გაფრთხილებას უგზავნის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან შესაძლო შეერთებასთან დაკავშირებით.

„მოსკოვი აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნევს ოფიციალური ერევნის გეგმას, შეუერთდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებას, სასამართლოს მხრიდან რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ უკანონო „ორდერის“ გამოცემის ფონზე“, - იუწყება კრემლის მედია „რია ნოვოსტი“ (РИА Новости).

„რია ნოვოსტი“ მიუთითებს, რომ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით. ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე ჯერ არ გაკეთებულა.

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 2023 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით მწვანე შუქი აუნთო რომის წესდების რატიფიცირებას. რომის წესდება (ან „რომის სტატუტი“) არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC-ის) იურისდიქციისა და ფუნქციების განმსაზღვრელი დოკუმენტი.

პარლამენტის მიერ რომის წესდების რატიფიცირების შემთხვევაში, სომხეთი ICC-ის იურისდიქციას ოფიციალურად აღიარებს და მის გადაწყვეტილებებს უნდა დაემორჩილოს.

2023 წლის 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.

სომხეთის პარლამენტს სამი თვე აქვს წესდების რატიფიცირებაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG