Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ME TOO, ოღონდ ჩემს ისტორიას სხვა მოძალადე ჰყავს" - მაია ასათიანი


მაია ასათიანი
მაია ასათიანი

ტელეწამყვანი მაია ასათიანი Instagram-ზე წერს თავისი, როგორც სექსუალური შევიწროების მსხვერპლის ამბავს და ამბობს, რომ წლები დაჭირდა ამ თემაზე საჯაროდ საუბრისთვის ძალის საპოვნელად. მაია ასათიანი მოძალადის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს რომ მისი მსგავსი გამოცდილება ამავე ადამიანთან სხვა ქალებსაც აქვთ.

"პირველი განცდა,ამ დროს რომ გეუფლება არის ეჭვი, იქნებ მოგეჩვენა, იქნებ რაღაც არასწორად გაიგე, იქნებ ხელი უფროსი მეგობარივით შეგახო, მეორედ, მესამედ და კიდევ უამრავჯერ რომ მეორდება საშინელი დამცირების გრძნობა გაქვს, რატომ შენ, შენ რატომ გაგიბედეს ასე ურცხვად, ასე პირდაპირ…მერე ამაზრზენი სირცხვილის გრძნობა გიპყრობს, ცდილობ თავი დაიცვა, დერეფანში რომ დაინახავ კედელს ეკვრი, სადმე შორს თუ მოკრავ თვალს სწრაფად გარბიხარ, საქმიანი გადაკვეთა თუ გიწევს რამდენიმე მეტრიან დისტანციას იჭერ და ხელები მომუშტული გაქვს, ცდილობ არასოდეს დარჩე მასთან ერთად კაბინეტში მარტო... მერე პირდაპირ გეუბნებიან, რომ საქმეში ხელს შეგიშლიან თუ არ…რატომ დუმან წლების მანძილზე ამაზე ქალები? იმიტომ რომ საკუთარ თავს ვერ პატიობ ეს რომ გაგიბედეს, იმიტომ რომ როცა პირველად გავბედე და სხვა კოლეგა მამაკაცებს ვუთხარი,ვუთხარი იმიტომ რომ დავეცავი, საპასუხოდ ღლიცინი მივიღე" - წერს მაია ასათიანი და აღნიშნავს, რომ სძულს ის შიში, რომელიც ამდენ ხანს გაჩუმებას აიძულებდა.

კანონმდებლობაში სექსუალური შევიწროების ტერმინი 2019 წელს გაჩნდა. კანონის თანახმად, სექსუალურ შევიწროებად ითვლება პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

კანონის მიღებას წინ უძღოდა სასამართლოში თათია სამხარაძის საქმის განხილდა მისი ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ. თათია სამხარაძემ სამივე ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცა, რომ იყო დისრკიმინაციული ქმედების მსხვერპლი, რადგან მას მოუწია სამსახურის დატოვება. იმ დროს როცა სექსუალური შევიწროების ტერმინის კანონმდებლობაში გაწერის აუცილებლობაზე დაიწყო მსჯელობა, მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არსებობდა თათია სამხარაძის სარჩელზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG