Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ნორვეგიასთან შეხვედრა ფრედ დაასრულა


საქართველო ბათუმში დაუპირისპირდა ნორვეგიის ნაკრებს და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
საქართველო ბათუმში დაუპირისპირდა ნორვეგიის ნაკრებს და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წლის საკვალიფიკაციო ეტაპი ფრით გახსნა. ქართველი ფეხბურთელები ბათუმში დაუპირისპირდნენ ნორვეგიის ნაკრებს და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს. მასპინძელთაგან კი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, მესამოცე წუთზე.

შესარჩევი ციკლის მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გამართავს, სტუმრად, კვიპროსთან. ამავე ჯგუფში გამოდიან ესპანეთი და შოტლანდია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG