Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთმა „ჰოლოდომორი“ უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა


"ჰოლოდომორის" მუზეუმი კიევში
"ჰოლოდომორის" მუზეუმი კიევში

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს აღიარებს, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდს. ამის შესახებ საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის ვებგვერდზეა ნათქვამი.

დოკუმენტში ფრანგი დეპუტატები გმობენ ქმედებებს, რომლებიც ხასიათდება როგორც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განადგურება და მასობრივი დარღვევა.

"საფრანგეთის პარლამენტის მიერ 1932-1933 წლების ჰოლოდომორის აღიარება, როგორც უკრაინის ხალხის გენოციდი, არსებითი და მნიშვნელოვანია. მადლობელი ვარ საფრანგეთის, მისი მნიშვნელოვანი წვლილისთვის წარსულსა და აწმყოში ტოტალიტარული რუსეთის დანაშაულის გამოვლენაში, სიმართლის, სამართლიანობისა და, შესაბამისად, პასუხისმგებლობის დასადგენად", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"ჰოლოდომორი“ გენოციდად ადრე უკვე აღიარა გერმანიის პარლამენტმა. ანალოგიური რეზოლუცია მიიღეს ირლანდიის, ჩეხეთის, ბელგიის, ისლანდიის, მოლდოვის და რუმინეთის საკანონმდებლო ორგანოებმა.

აშშ-მა რეზოლუცია ამ თემაზე 2018 დაამტკიცა.

  • „ჰოლოდომორი“- მასობრივი შიმშილი უკრაინაში გამოიწვია საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკამ, რომლის თანახმად, უკრაინელ გლეხობას ჩამოართვეს ყოველგვარი სასურსათო დანაზოგი.
  • შედეგად, სულ მცირე, ხუთი მილიონი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი უცნობია.
  • თვითონ უკრაინამ „ჰოლოდომორი“ გენოციდად აღიარა 2006 წელს. რუსეთი ამ შეფასებას არ ეთანხმება.
XS
SM
MD
LG