Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღარ ურჩევს "საშუალო რისკის" მქონე პირებს დამატებით აცრას


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აღარ ურჩევს კოვიდის საწინააღმდეგო დამატებით აცრას მოზრდილებს, რომლებიც ე.წ. "საშუალო რისკის" მატარებლები არიან.

WHO-ის აცრის სპეციალისტების თანახმად, როცა ადამიანების ეს ჯგუფი ძირითადად აცრილია და ერთი დამატებითი აცრაც გაკეთებული აქვს, კიდევ ერთი აცრისგან სარგებელი მცირეა.

WHO-ს მრჩეველთა ჯგუფმა გამართა თავისი ნახევარწლიური შეხვედრა და გაავრცელა თავისი რჩევები. მოსახლეობა მან დაჰყო სამ - „მაღალი“, „საშუალო“ და „დაბალი რისკის“ მატარებელ ჯგუფებად იმის მიხედვით, თუ კოვიდით დაავადების როგორი საფრთხე ემუქრებათ მათ, მძიმედ დასნეულება თუ სიკვდილი.

ამ პრინციპის შესაბამისად, „მაღალი რისკის“ მატარებლებს დამატებით აცრას ურჩევენ.

ამ ჯგუფში შედიან ასაკოვანი პირები, ასევე იმუნური სისუსტით ან HIV-ის ინფექციით დაავადებული, ორსულები და სამედიცინო პერსონალი.

ჯანმრთელ მოზრდილებს 60 წელს ქვემოთ, ასევე ბავშვებს და ახალგაზრდებს, რომლებიც „საშუალო რისკს“ ატარებენ, არ სჭირდებათ დამატებითი აცრა. თუმცა დამატებითი აცრაც არ წარმოადგენს მათთვის საფრთხეს.

„დაბალი რისკის“ მატარებლებს მიეკუთვნებიან ჯანმრთელი ბავშვები და ახალგაზრდები.

XS
SM
MD
LG