Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლაში ეჭვმიტანილს სამი ადამიანის მოკვლაში წაუყენეს ბრალი


სამაშველო სამსახური ინციდენტის ადგილზე, სადაც სროლის შედეგად სამი ადამიანი მოკლეს. კოპენჰაგენი. 3 ივლისი, 2022 წელი
სამაშველო სამსახური ინციდენტის ადგილზე, სადაც სროლის შედეგად სამი ადამიანი მოკლეს. კოპენჰაგენი. 3 ივლისი, 2022 წელი

23 წლის დანიელ კაცს, რომელიც გასულ წელს კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად სამი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ბრალი წაუყენეს მკვლელობასა და მკვლელობის განზრახვაში.

ის სასამართლოს წინაშე ივნისში წარდგება, განაცხადა პოლიციამ. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი დანაშაული, მკვლელობა - იშვიათი შემთხვევაა ჩრდილოეთის წყნარ ქვეყანაში.

3 ივლისს ინციდენტი მოხდა Field's-ის სავაჭრო ცენტრში, კოპენჰაგენის სამხრეთ გარეუბანში, როცა შეიარაღებულმა პირმა მოკლა ორი 17 წლის ადამიანი - ერთი ბიჭი და ერთი გოგონა- და ერთი 46 წლის კაცი, კიდევ შვიდი ადამიანი დაიჭრა, მათგან ოთხი - სერიოზულად.

ოცი ადამიანი მსუბუქად დაშავდა შემთხვევის ადგილიდან გაქცევისას. სავაჭრო ცენტრის გარეთ დაკავებისას, ეჭვმიტანილს აღმოაჩნდა თოფი, საბრძოლო მასალა და დანა.

პოლიციამ განაცხადა, რომ თავდასხმა ტერორიზმთან არ ყოფილა დაკავშირებული.

სასამართლო პროცესი 12 ივნისს დაიწყება კოპენჰაგენის საქალაქო სასამართლოში, განაჩენი სავარაუდოდ, 5 ივლისს არის მოსალოდნელი. ეჭვმიტანილის ადვოკატთან დაკავშირება Reuters-მა ვერ მოახერხა. ინციდენტმა შოკში ჩააგდო დანია, რომელსაც იარაღით ძალადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში.

XS
SM
MD
LG