Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვაში ივნისამდე გაგრძელდა საგანგებო მდგომარეობა


მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას
მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას

მოლდოვის პარლამენტმა ხუთშაბათს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 5 აპრილიდან კიდევ 60 დღით გააგრძელა. საკანონმდებლო ორგანოს ამ ინიციატივით ქვეყნის მთავრობამ მიმართა.

"უკრაინაში რუსეთის ომი გრძელდება და ორივე მხარეს კონტრშეტევასთან დაკავშირებული რისკები იზრდება და ამან შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს რეგიონში და მოლდოვის რესპუბლიკაში", - განაცხადა პარლამენტში მისულმა პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა, როდესაც დეპუტატებს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების აუცილებლობას უხსნიდა.


მან რისკებს შორის ახსენა ახსენა მოლდოვაზე "უცხოური რაკეტების" გადაფრენის რამდენიმე შემთხვევა და ასევე ანტისამთავრობო პროტესტი.

ოპოზიციურმა, კომუნისტებისა და სოციალისტების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრისგან მეტი "მტკიცებულებები და არგუმენტები“ მოითხოვეს.


„ნუ იქნებით დემაგოგები, როდესაც საქმე სახელმწიფოს უსაფრთხოებას ეხება. ყველაფერი სერიოზულადაა. ზოგი ადამიანი ნამდვილად ცდილობს კანონის უზენაესობის საფუძვლების შერყევას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი სიტუაცია არ გვქონია", - უპასუხა დორინ რეჩანმა.

საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტი უფლებამოსილების ნაწილს გადასცემს საგანგებო სიტუაციების კომისიას, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავრობის მეთაური. კომისიას შეუძლია მიიღოს მთელი რიგი ღონისძიებები ქვეყნიდან შემოსვლისა და გასვლის რეჟიმზე, ბუნებრივი აირის მოხმარების რაციონალიზაციაზე და ა.შ. მოლდოვაში ოპოზიცია აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის საფარქვეშ მთავრობას პარლამენტთან შეთანხმების გარეშე უკანონო გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG