Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის არმიაში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ


რუსი წვევამდელები საარჩევნო უბანზე (საილუსტრაციო ფოტო)
რუსი წვევამდელები საარჩევნო უბანზე (საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 30 მარტს ხელი მოაწერა განკარგულებას საგაზაფხულო გაწვევის შესახებ.

"2023 წლის 1 აპრილიდან 15 ივლისამდე მოხდეს 18-დან 27 წლამდე ასაკის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების გაწვევა, რომლებიც არ არიან რეზერვში და ექვემდებარებიან გაწვევას, 147 ათასი ადამიანის ოდენობით", - ნათქვამია ბრძანებულებაში.

2022 წლის შემოდგომაზე 120 ათასი ადამიანი გამოიძახეს სამხედრო სამსახურში, ხოლო გასულ გაზაფხულზე – 134,5 ათასი ადამიანი.

ბოლო წლებში, რუსეთში ყოველი გაწვევა საშუალოდ 130 ათას ადამიანს შეეხებოდა.

იანვარში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გამოაცხადა გადაწყვეტილება, სამ წელიწადში სამხედრო ძალების მილიონნახევარამდე გაზრდის შესახებ. ვარაუდობენ, რომ მათი თითქმის ნახევარი კონტრაქტორები იქნებიან. ასევე რუსეთში, სახელმწიფო სათათბირო განიხილავს გაწვევის წვევამდელთა ასაკობრივი ზღვრის გაზრდას 27-დან 30 წლამდე.

XS
SM
MD
LG