Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიაში ოთხი ბანკირი გაასამართლეს როლდუგინის ანგარიშების მომსახურებისთვის


ვლადიმირ პუტინი და სერგეი როლდუგინი
ვლადიმირ პუტინი და სერგეი როლდუგინი

შვეიცარიის სასამართლომ ოთხ ბანკირს შვიდი თვის გამოსაცდელი ვადა მიუსაჯა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობრის, მუსიკოს სერგეი როლდუგინის ანგარიშების მომსახურებისთვის. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ციურიხში გაზპრომბანკის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელები-სამი რუსი და ერთი შვეიცარიელი – დაადანაშაულეს "არასაკმარის წინდახედულობაში." გამოძიების ინფორმაციით, 2014-2016 წლებში როლდუგინმა ორ საბანკო ანგარიშზე დაახლოებით 30 მილიონი დოლარი გადარიცხა. ამავე დროს, მან ვერ დაადასტურა წყარო, რომელმას მას ასეთ შემოსავალი მოუტანა.

შვეიცარიის კანონის თანახმად, ბანკები ვალდებულნი არიან უარი თქვან ანგარიშის მომსახურებაზე, თუ მათ ეჭვი ეპარებათ ანგარიშის მფლობელის ვინაობაზე ან მისი ფულის წყაროზე. "არ არსებობს ეჭვი, რომ როლდუგინი არ არის მისი ფულის ნამდვილი მფლობელი." ბევრი საგამოძიებო ჟურნალისტი მუსიკოსს" პუტინის საფულეს " უწოდებს."

გასულ წელს ჩელისტ სერგეი როლდუგინს, რომელიც მოსკოვში ცნობილია მეტსახელით „პუტინის საფულე“, ევროკავშირმა და აშშ-მა პუტინის ახლო გარემოცვის სხვა ცნობილ წევრებთან ერთად სანქციები დაუწესეს.

XS
SM
MD
LG