30 მარტის საღამოს რუსეთმა კამიკაძე-დრონებით შეუტია უკრაინის ჩრდილოეთ რაიონებს, ასევე რუსმა სამხედროებმა ხარკოვს რუსეთის ტერიტორიიდან გაუხსნეს სარაკეტო ცეცხლი.
ამის შესახებ უკრაინულ მედიას ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, იური იგნატმა განუცხადა. ოფიციალური პირის ცნობით უკრაინის ტერიტორიისკენ გაფრინდა დაახლოებით 10 „შაჰედის“ კლასის დრონი, მოწინააღმდეგემ ს-300 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გაუხსნა ცეცხლი ხარკოვის ოლქს.
კიევის ოლქში, მათ შორის დედაქალაქ კიევში, 30 მარტის საღამოს 22:00 საათზე გამოცხადდა საჰაერო განგაში. სირენის სიგნალები ისმოდა ასევე სუმის, ჩერნიჰოვის და ხარკოვის რეგიონებში.
ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი