Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი მილი: ნაცვლად ATACMS-ისა აშშ განიხილავს უკრაინისთვის სხვა დიდ არეალზე მოქმედი რაკეტების მიწოდების ვარიანტებს


ATACMS - 300 კილომეტრის მანძილზე მოქმედების, ტაქტიკურ მიწა-მიწა ტიპის სარაკეტო სისტემა
ATACMS - 300 კილომეტრის მანძილზე მოქმედების, ტაქტიკურ მიწა-მიწა ტიპის სარაკეტო სისტემა

"აშშ ნაცვლად ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტების ATACMS-ის მიწოდებისა, განიხილავს უკრაინას მიაწოდოს რაკეტების სხვა ვარიანტები, რომლებიც უკრაინელ სამხედროებს მისცემს საშუალებას გააფართოვოს საომარი მოქმედების რადიუსი", - აცხადებს მარკ მილი, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე.

მილის სიტყვებით, აშშ-ს ATACMS-ის მცირე მარაგი აქვს და შესაბამისად, ამერიკულმა შეიარაღებულმა ძალებმა უნდა შეინარჩუნონ მნიშვნელოვანი შეიარაღების მარაგები. თუმცა, მისი თქმით, აშშ-ს აქვს სხვა სარაკეტო სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ ამავე დიაპაზონში მოქმედება: „მაგალითად, უპილოტოები. ბრიტანელებს აქვს რამდენიმე სისტემა“, - ამბობს გენერალი.

კიევი დიდი ხანია უშედეგოდ ითხოვს დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე მოქმედების, ტაქტიკურ მიწა-მიწა ტიპის სარაკეტო სისტემას ATACMS-ს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება "ჰაიმარსების" რადიუსს. არაოფიციალური ცნობებით, დასავლეთი უკრაინისთვის ამ რაკეტების მიწოდებაზე უარს ამბობს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების და ომის უკონტროლო ესკალაციის საფრთხის გამო.

თებერვლის დასაწყისში აშშ-მა მოიწონა უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი, 2,2-მილიარდიანი პაკეტი. კიევი პირველად მიიღებს მაღალი სიზუსტის რაკეტებს GLSDB-ებს, რომელთა ფრენის რადიუსი 150 კილომეტრია. პაკეტი მოიცავს ასევე HIMARS-ის სისტემების ამუნიციას, ჯავშანტექნიკას, Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, Puma-ს უპილოტო საფრენ აპარატებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს Javelin-ებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG