Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს სასწრაფოდ დატოვონ რუსეთი


ჯონ კირბი, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალური წარმომადგენელი
ჯონ კირბი, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალური წარმომადგენელი

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალური წარმომადგენელი, ჯონ კირბი რუსეთში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, მათ შორის, ჟურნალისტებს, მოუწოდებს მათივე უსაფრთხოების მიზნით სასწრაფოდ დატოვონ რუსეთის ტერიტორია.

„ახლა არ არის დრო, რომ ამერიკელები რუსეთში იყვნენ. თუკი რუსეთში ხართ - არ აქვს მნიშვნელობა, საქმეზე, დასასვენებლად, ნებისმიერი სხვა მიზნით - ახლავე უნდა დატოვოთ რუსეთი. რუსეთი არ არის თქვენთვის საუკეთესო ადგილი, თუნდაც იყოთ მოქმედი ჟურნალისტი. რუსეთი ახლა მტრულად განწყობილი სივრცეა ამერიკის მოქალაქეებისთვის. და თუკი იქ ხართ, დროა, დატოვოთ ის“, - კირბის მოწოდებას CNN-ი ავრცელებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კვლავ მუშაობს, რომ შედგეს შეხვედრა რუსეთში დაკავებულ ამერიკელ ჟურნალისტთან, ევან გერშკოვიჩესთან.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან, დატოვონ ქვეყანა. თეთრმა სახლმა ასევე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის მოქალაქეებმა ყური უნდა დაუგდონ ადმინისტრაციის მოწოდებებს და არ წავიდნენ რუსეთში.

30 მარტს, რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩე, ჯაშუშობის ბრალდებით საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს. რუსეთის საგამოძიებო უწყებები ირწმუნებიან, რომ ჟურნალისტი ამერიკის დავალებით აგროვებდა საიდუმლო ცნობებს ერთ-ერთი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესახებ. ბრალდების დეტალები არ საჯაროვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG