Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ბათუმში აქცია გაიმართა


აქცია ბათუმში
აქცია ბათუმში

ბათუმში, მთავრობის სახლთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით საინფორმაციო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით ხელში მემედ აბაშიძის გამზირის მონაკვეთი გადაკეტეს. ისმოდა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი შეძახილები.

აქციის მონაწილეებს ქუჩაში სპეცილურად დამონტაჟებული სცენიდან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მიმართა.

მისი თქმით, ბათუმის აქცია 9 აპრილს, თბილისში დაგეგმილი აქციისთვის მოსამზადებელი შეხვედრაა:

„იმისთვის, რომ 9 აპრილს, მთელი საქართველოდან, ევროპული მომავლის მხარდამჭერებმა, ანტიპუტინისტებმა, ანტირუსებმა მოიყარონ თავი თბილისის ცენტრში. ეს არ იქნება ერთი პარტიის აქცია“.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, 9 აპრილის აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებული 12 რეკომენდაციის შესრულება, რომელზე პასუხისმგებლობასაც ოპოზიციური პარტიის თავჯდომარე მთლიანად აკისრებს ხელისუფლებაში მყოფ „ქართულ ოცნებას“ .

9 აპრილამდე „ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს გეგმავს ქუთაისში, კახეთსა და ქართლში.

XS
SM
MD
LG