Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში იეღოვას ხუთ მოწმეს ექსტრემიზმის მუხლით პატიმრობა მიუსაჯეს


იეღოვას მოწმეები სასამართლოზე
იეღოვას მოწმეები სასამართლოზე

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ რელიგიური ორგანიზაცია „იეღოვას მოწმეების“ ხუთ მიმდევარს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა ზოგადი რეჟიმის კოლონიაში, სადაც ხუთიდან ოთხი მსჯავრდებული სულ მცირე 6 წელს მოიხდის. ერთს, ვარდან ზაკარიანს, სასამართლომ ოთხი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად წაუყენეს ექსტრემისტულ ორგანიზაციაში მოქალაქეების ჩაბმა. დანარჩენ ოთხს კი ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრობა და ხელმძღვანელობა.

სასამართლოზე არ თქმულა, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია მორწმუნეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა.

რელიგიური ორგანიზაცია "იეღოვას მოწმეები" 2017 წელს რუსეთში ექსტრემისტულად აღიარეს და მისი საქმიანობა აკრძალეს. მორწმუნეთა შეფასებით, დაახლოებით 650 ადამიანი სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ აღმოჩნდა, ხოლო უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის მასშტაბით თითქმის 1800 ჩხრეკა ჩაატარეს.

2021 წლის ნოემბერში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ იეღოვას მოწმეების მიერ ჩატარებული ღვთისმსახურება არ შეიძლება ჩაითვალოს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობად.

2022 წლის ივნისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა რუსეთში იეღოვას მოწმეების აკრძალვა და მათი დევნა, და რუსეთს მსჯავრდებული მორწმუნეების გათავისუფლება და მათთვის 63 მილიონი ევროს გადახდა დაავალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG