Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიოლა ფონ კრამონი იმედოვნებს, რომ საქართველო სტატუსს მიიღებს, მიუხედევად „ოცნების“ ხელისუფლებისა


ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას თქვა, რომ ევროკომისია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, რადგან ამას იმსახურებს ქართველი ხალხი.

იმედია კანდიდატის სტატუსს საქართველოს მისცემენ „არა იმიტომ, რომ ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში, არამედ მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში“ - განაცხადა გერმანელმა ევროპარლამენტარმა.

ვიოლა ფონ კრამონის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კრიტერიუმი და ყველა რეკომენდაცია დაკმაყოფილდეს „და არ აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში ვინ იქნება ხელისუფლებაში. პოლიტიკური ნებაა საჭირო ისევე, როგორც ხალხის ნება და კომისია ნამდვილად მზად იქნება, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.“

ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ საქართველო ევროპის „უმნიშვნელოვანესი პარტნიორია“, რომელიც „ყოველთვის მაგალითი იყო ყველასთვის“. „არ გვსურს, რომ საქართველო ხელიდან გავუშვათ, რადგან საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს და სწორედ ამიტომ, უფრო მეტი და მეტი, მაღალი რანგის პირები ჩამოდიან საქართველოში, რომ ხაზი გაუსვან იმას, რომ საქართველოსთან ერთობლივი გზის შეკვრა, მთავრობასთან, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ჩვენი გეგმაა“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

XS
SM
MD
LG