Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მობილიზებულმა ჯარისკაცმა მძევლად თანამებრძოლები აიყვანა


1 აპრილის საღამოს ბრიანსკის რეგიონში ერთ-ერთმა მობილიზებულმა მოქალაქემ მძევლად აიყვანა თავისი თანამებრძოლები მას შემდეგ, რაც უკრაინაში თავისი ძმისშვილების დაღუპვის შესახებ შეატყობინეს.

შემთხვევის ადგილზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ გამტაცებელი სამართალდამცველებს ჩაბარდა, მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს.

მამაკაცი ავტომატით იყო შეიარაღებული და ყუმბარების გამოყენებით იმუქრებოდა. მობილიზებულს არანაირი მოთხოვნა არ დაუყენებია. მას შემდეგ, რაც კულტურის სახლს პოლიციამ ალყა შემოარტყა, იგი სამართალდამცველებს ჩაბარდა.

რუსეთის ოფივციალურ წყაროებს ოფიციალურ წყაროებს მძევლების აყვანის შესახებ ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ.

XS
SM
MD
LG