Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთში, ორი წლის განმავლობაში მეხუთე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


ერთ-ერთი საარჩევნო უბანი ბულგარეთში
ერთ-ერთი საარჩევნო უბანი ბულგარეთში

ბულგარეთში 2 აპრილს ბოლო ორი წლის განმავლობაში მეხუთე საპარლამენტო არჩევნები ტარდება. რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ცნობით, ეგზიტპოლის პირველადი შედეგები 20:00 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოცხადდება. წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, 3 აპრილს გამოქვეყნდება.


ეროვნული ასამბლეის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 5600 – ზე მეტი კანდიდატი, რომლებიც წარმოადგენენ 14 პოლიტიკურ პარტიას და შვიდ პარტიულ კოალიციას. ბულგარეთის ერთპალატიანი პარლამენტში 240 ადგილია. პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ მინიმუმ ხმათა 4 პროცენტი უნდა მიიღოს.


წინასწარი სოციოლოგიური გამოკითხვების უმეტესობამ აჩვენა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის, მემარჯვენე-ცენტრისტული GERB-ის პარტია ხმების 26% - ს აიღებს, მას ფეხდაფეხ მისდევს, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კირილ პეტკოვის ლიბერალურ პარტიას "ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს", რომელმაც წინა პარლამენტში ბულგარეთის მემარჯვენე დემოკრატიულ პარტიასთან გააფორმა კოალიცია.

XS
SM
MD
LG