Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერბურგში კაფეში აფეთქება მოხდა. დაიღუპა სამხედრო კორესპონდენტი, ვლადლენ ტატარსკი


სამაშველო სამსახურები კაფესთან, სადაც აფეთქება მოხდა
სამაშველო სამსახურები კაფესთან, სადაც აფეთქება მოხდა

კვირას პეტერბურგის ცენტრში მდებარე კაფეში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 16 - დაშავდა. ტელეგრამის არხ "Fontanka SPB Online" თანახმად, უნივერსიტეტის სანაპიროზე მდებარე ეს კაფე კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის.

სააგენტო „ტასს“-ი ქალაქის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა უნივერსიტეტის სანაპიროზე მდებარე კაფე „სთრით ბარში“ ასაფეთქებელი მოწყობილობა მოვიდა მოქმედებაში.

ასაფეთქებელი მოწყობილობის სამიზნე იყო ვლადლენ ტატარსკი (ნამდვილი სახელია მაქსიმ ფომინი), რომლის შემოქმედებითი საღამოც იმართებოდა ამ დაწესებულებაში. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ხელნაკეთი ბომბი ტატარსკისთვის გადასაცემ ქანდაკებაში იყო დამალული.

ვლადლენ ტატარსკი წარსულში პრორუსული ძალების შემადგენლობაში იბრძოდა დონბასში და უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომზე წერდა. უკრაინული მედია ტატარსკის კრემლის პროპაგანდისტს უწოდებს. რუსული მედია წერს, რომ შემოქმედებით საღამოს დაახლოებით 100-მდე ადამიანი ესწრებოდა.

XS
SM
MD
LG