Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ის შემსრულებელია, უნდა გაირკვეს, ვინ იყვნენ ორგანიზატორები - კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე


კახა კალაძე, თბილისის მერი
კახა კალაძე, თბილისის მერი

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 7-9 მარტის აქციების დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი "შემსრულებელია" და ახლა გამოძიებამ ორგანიზატორი უნდა ეძებოს. დღეს, 3 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას კალაძემ აღნიშნა, რომ კანონდარღვევას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება:

"თუ რომელიმე ადამიანი, რომელიმე პოლიტიკური პარტია დაარღვევს კანონს, ყოველთვის მოყვება შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება.

ამ პიროვნებას [ლაზარე გრიგორიადისს] ბრალად ედება ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა პოლიციელების მიმართ, რაც კანონდარღვევაა. მე ვფიქრობ, გამოძიება უნდა გაგრძელდეს და უნდა გაირკვეს, ვინ იყვნენ ორგანიზატორები. ეს პიროვნება შემსრულებელია, მან შეასრულა და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს", - თქვა კახა კალაძემ.

დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მტკიცებით ფორმაში განაცხადა, რომ დაკავებულია 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდამსხმელი.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო განხილვა ჯერ არც კი დაწყებულა.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს, შუადღისას, წარუდგინეს. მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

XS
SM
MD
LG