Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის მახლობლად სარკინიგზო კატასტროფა მოხდა


სარკინიგზო ავარია ქალაქ ჰააგის მახლობლად. 4 აპრილი, 2023 წელი
სარკინიგზო ავარია ქალაქ ჰააგის მახლობლად. 4 აპრილი, 2023 წელი

სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა ქალაქ ჰააგის მახლობლად, რკინიგზაზე დღეს დილით მომხდარი ავარიის შედეგად.

სააგენტო Reuters-ი ნიდერლანდის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ სამგზავრო მატარებელი სამშენებლო ტექნიკას შეეჯახა და რელსებიდან გადავარდა. როგორ აღმოჩნდა ტექნიკა ლიანდაგზე, ჯერჯერობით გაურკვეველია.

მატარებელი, რომელშიც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ლეიდენიდან ჰააგაში მიემგზავრებოდა.

XS
SM
MD
LG