Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერნარ არნო სათავეში ჩაუდგა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგს - „ფორბსი“


ბერნარ არნო
ბერნარ არნო

ფრანგული ბიზნეს-ჯგუფ LVMH-ის ხელმძღვანელი ბერნარ არნო, Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიურ რეიტინგს სათავეში ჩაუდგა. ბიზნესმენის ქონება 211 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა კომპანია Tesla-ს მფლობელმა ილონ მასკმა, რომლის ქონება 180 მილიარდი დოლარია. სამეულში მესამეა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი. მისი ქონება 114 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

გასულ წელს Forbes-ის მიერ შედგენილ სიას სათავეში ილონ მასკი ედგა. მისი ქონება მაშინ 219 მილიარდ დოლარად შეფასდა. არნო მესამე ადგილზე იყო.

ყველაზე მდიდარი რუსი, Forbes-ის თანახმად, კომპანია Eurochem-ის მფლობელი ანდრეი მელნიჩენკოა, რომლის ქონება 25 მილიარდ დოლარზე მეტია. მეორე ადგილზეა ნორილსკის ნიკელის მფლობელი ვლადიმირ პოტანინი. მისი ქონება თითქმის 24 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. Nlmk-ის მფლობელი ვლადიმირ ლისინი მესამე ადგილზეა 22 მილიარდ დოლარზე მეტი ქონებით. სამივე - დასავლური სანქციების ქვეშაა.

საერთო ჯამში, Forbes–ის სიაში წარმოდგენილია 110 რუსი -22-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს, მაგრამ შედარებით ნაკლები, ვიდრე იყო 2021 წელს. ორი წლის წინ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის რუსეთს 123 ბიზნესმენი წარმოადგენდა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 4,9 მილიარდი დოლარით რეიტინგში 552-ე ადგილზეა.

XS
SM
MD
LG