Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ და ფონ დერ ლაიენმა განიხილეს ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპის კომისიის თავმჯდომარე, ურზულა ფონ დერ ლაიენი, კიევი, 2023 წლის 3 თებერვალი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპის კომისიის თავმჯდომარე, ურზულა ფონ დერ ლაიენი, კიევი, 2023 წლის 3 თებერვალი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა ევროპის კომისიის თავმჯდომარეს, ურზულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის ახალი სანქციების განსახილველად რუსეთის წინააღმდეგ, რომლებსაც მოსკოვს უკრაინაში შეჭრის გამო უწესებენ.

"სატელეფონო საუბარში განიხილეს უკრაინის მხარდაჭერის სფეროები, მათ შორის რუსეთისთვის დასაწესებელი სანქციების მეთერთმეტე პაკეტის მომზადების საჭიროება" - განაცხადა ზელენსკის ოფისმა 4 აპრილს.

24 თებერვალს - უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე - ევროკავშირმა დაამტკიცა სანქციების მეათე პაკეტი, რომელიც მოიცავდა "მიზანმიმართულ, ვიწრო ზომებს იმ პირთა და უწყებათა წინააღმდეგ, რომლებიც ომს უჭერენ მხარს, ავრცელებენ პროპაგანდას ან რუსეთს აწვდიან დრონებს, რომლებსაც ის ომში იყენებს".

ფონ დერ ლაიენი ტვიტერით წერს, რომ უკრაინა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება მის შეხვედრაზე ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან, რომელიც პეკინში გაიმართება. ევროპის კომისიის თავმჯდომარე და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ჩინეთს 5-7 აპრილს ეწვევიან.

XS
SM
MD
LG